ვეფხვაძე ლევან თეიმურაზის ძე
ვეფხვაძე ლევან თეიმურაზის ძე

ვეფხვაძე ლევან თეიმურაზის ძე (4. X. 1974, თბილისი). ქართვ. პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი  და მათემატიკოსი, თსუ-ის მეცნიერ-თანამშრომელი (2000). დაამთავრა:  აკად. ი. ვეკუას სახ. 42-ე ფიზ.-მათ. სკოლა და თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი, წითელი დიპლომით (1991-1996); გლობალური ენერგო მენეჯმენტისა და რაოდენობრივი ფინანსების ორი სამაგისტრო კურსი ქ. გლაზგოში (შოტლანდია), სტრატკლაიდის უნ-ტის ბიზნეს სკოლაში (2014–2016). სტუ-ის საინჟ. მენეჯმენტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის აკად. ხარისხი (2021). სხვადასხვა დროს ის იყო: თსუ-ის სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის პრეზიდენტი (1995–1996);  საქართ. “მოქალაქეთა კავშირის” პრეს-მდივანი (1998–1999 );  თსუ-ის აკად. ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის უფრ. მათემატიკოსი (2000–2004) და ამავდროულად თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის მოწვეული ლექტორი, მიჰყავდა მათ. ფიზ. და მათ. ანალიზის კურსების პრაქტიკული მეცადინეობები; სხვადასხვა დროს იყო: TBC-TV (ტელევიზიის) სტუდიის გადაცემის „რას ფიქრობს ხალხი“ მთ. კონსულტანტი (2001); ტელეკომპანია „მზეს“, საინფორმაციო გადაცემა „მზერას“ პროდიუსერი (2002–2003); ტელეკომპანია „იმედის“, საკვირაო გადაცემა „დროებას“ პროდიუსერი (2003–2008);  ამავე არხის საზოგადოებრივ-პოლიტ. პროგრამების დირექტორის მოადგილე (2006–2008); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საქართვ. ქრისტიან-დემოკრ. მოძრაობა (2008–2012); საქართვ. პარლამენტის თავ-რის მოადგილე (VII. 2008); საქართვ. ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი (ასრულებდა სტრატეგიულ საკითხებში გენ. დირექტორის მრჩევლის მოვალეობას, 2016–2018); საქართვ.  საერთაშ. ენერგეტ. კორპორაციის გენ. დირექტორი (2018-2019); საქართვ. განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავ-რე (2017-2021); საქართვ. ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი (2019).

თხზ.: ვეფხვაძე, ლ. (თანაავტორი). (2018). მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების ანალიზის მეთოდების გამოყენება ელექტროენერგიის გენერაციის დაგეგმვისთვის საქართველოში. ენერგია, N2 (86), გვ. 14-25; ვეფხვაძე, ლ. (თანაავტორი). (2018). გეოგრაფიული დივერსიფიკაცის მეთოდი ქარის ელექტროგენერაციის დაგეგმვისთვის საქართველოში. საქ. ტექნ. უნ-ტის შრომების კრებ., N4; ვეფხვაძე, ლ. (თანაავტორი). (2018). ელექტროენერგიის მოხმარების ტენდენციის ანალიზი და პროგნოზირება საქართველოში. ენერგეტიკა: რეგიონალური პრობლემები და განვითარების პერსპექტივები: მე-5 საერთაშ. კონფერენციის მოხსენებების კრებ. ქუთაისი, გვ. 155-162; ვეფხვაძე, ლ. (თანაავტორი). (2019). თანამედროვე პორტფელური თეორია ელექტროგენერაციის დაგეგმვისთვის საქართველოში: სეზონური ცვალებადობა და განახლებადი ენერგიის წყაროები, სერია: ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები:  ნაწ. 2, ენერგია, N3 (91), გვ. 185-189.